საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის 10,000 ევრომდე მოცულობის გრანტები გაიცემა
ივლისი 5, 2024

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის 10,000 ევრომდე მოცულობის გრანტები გაიცემა


ევროკომისიის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გაძლიერება“ (ERICS-EaP), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ  მიმდინარე და მომავალ გამოწვევებთან გამკლავება და ცვლილებებთან მორგება შეძლონ. 

პროექტს ტრანსატლანტიკური ფონდი (TF) შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის პროგრამასთან, „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის“, თანამშრომლობით ხელმძღვანელობს. 

კონკურსის უმთავრესი მიზანია სტრატეგიული ინვესტიციების მხარდაჭერა იმ სფეროებში, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გრძელვადიან მდგრადობას უზრუნველყოფს.

ორგანიზაციებს დაფინანსებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ მედეგობის ხელშემწყობი ისეთი სხვადასხვა აქტივობის მხარდასაჭერად, როგორიცაა პერსონალის უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ციფრული უსაფრთხოება და საინფორმაციო ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ექსპერტული რჩევები და საკონსულტაციო მომსახურება, სამართლებრივი მხარდაჭერა და კომუნიკაცია. 

გრანტების მოცულობა 10,000 ევროს შეადგენს და ისინი მაქსიმუმ ოთხთვიანი პროექტების დასაფინანსებლადაა გამიზნული. 

დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს განაცხადების შეტანა 2024 წლის 22 ივლისამდე შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ივლისი 22, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,