ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“, ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია, „ქალთა ფონდი საქართველოში“ საგრანტო კონკურსს აცხადებს.
კონკურსში, „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია“, მონაწილეობა ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს შეუძლიათ.
წარდგენილი პროექტები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:
პრიორიტეტი მიენიჭება საპროექტო განაცხადებს, რომელთა სამიზნე რეგიონებია კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი და ქვემო ქართლი.
გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10,000 ევროა.
განაცხადების შეტანა შესაძლებელია 20 აგვისტომდე.
პროექტს, „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა საქართველოში“, აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომელთა შორისაა „ქალთა ფონდი საქართველოში“.
დამატებით ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,