რეგიონული მწვანე ბანაკი ახალგაზრდა ლიდერებისთვის — განაცხადები 22 ნოემბრამდე მიიღება
ნოემბერი 18, 2022

რეგიონული მწვანე ბანაკი ახალგაზრდა ლიდერებისთვის — განაცხადები 22 ნოემბრამდე მიიღება


პროგრამა EU4Youth საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერებისთვის რეგიონულ მწვანე ბანაკს აწყობს. 

ბანაკი 1-იდან 10 დეკემბრამდე საქართველოში, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში მოეწყობა.

რეგიონული მწვანე ბანაკი მიზნად საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს. ის ხელს უწყობს მომავალ პარტნიორულ ურთიერთობებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის თუ ცირკულარული გადაწყვეტების საკითხებზე. ინიციატივა, ამასთან, ორივე ქვეყანაში ეკოლოგიურად დაბალანსებული განვითარების წამახალისებელ სოციალურ მეწარმეობასაც უჭერს მხარს. 

განაცხადების შეტანა შეუძლიათ ინგლისურის მცოდნე, 14-29 წლის ახალგაზრდებს ორივე ქვეყნიდან (საქართველოს შემთხვევაში ამის შესაძლებლობა მხოლოდ გორის, ახმეტის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ). 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 22 ნოემბერი.

ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ რეგიონულ მწვანე ბანაკს ორგანიზებას უწევს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება“ (SEED). პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „Green Lane“ (სომხეთი) და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია

სარეგისტრაციო ფორმა

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 22, 2022


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,