პოლონეთის უცხოელთა ინტეგრაციის ცენტრები უკრაინული/რუსული ენის მცოდნეებს მოხალისეებად იწვევენ
აგვისტო 4, 2023

პოლონეთის უცხოელთა ინტეგრაციის ცენტრები უკრაინული/რუსული ენის მცოდნეებს მოხალისეებად იწვევენ


პოლონეთის ქალაქებში, პილასა და პოზნანში მდებარე უცხოელთა ინტეგრაციის ცენტრები უკრაინული და/ან რუსული ენების მცოდნე ახალგაზრდებს მოხალისეებად იწვევენ. ცენტრებს სოციალური პოლიტიკის რეგიონული ცენტრი (ROPS) მართავს.

მოხალისეებს საქართველოდან და, ასევე, სომხეთიდან და უკრაინიდან, ქალაქ პილაში იწვევენ. ხოლო პოზნანში მოხალისედ მუშაობა სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ. შესაძლებლობა ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში ფინანსდება.

მოხალისეები 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე პერიოდში, 52 კვირის განმავლობაში  იმუშავებენ.

ცენტრები ეხმარებიან მიგრანტებს ვიელკოპოლსკას ოლქში, აწვდიან მათ საჭირო ინფორმაციას პოლონეთის ყოველდღიურობასთან, პოლონურ ენასთან თუ ადაპტაციის კურსებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფენ მათ იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით, აწყობენ საბავშვო აქტივობებს და სხვა.

მოხალისეები ცენტრებს ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარებიან. მათი სამუშაო მოიცავს შემდეგს: ძირითადად, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობის წარმართვა; ღონისძიებებისა და შეხვედრების მოწყობაში მონაწილეობის მიღება; ორგანიზებული აქტივობების პოპულარიზაცია; ციფრული დოკუმენტაციის მოწესრიგება; საკუთარი მინიპროექტების მოფიქრება.

მოხალისეებს უზრუნველყოფენ ცალკე საცხოვრებელი ოთახით, ასევე ყოველთვიური თანხითა და ჯიბის ფულით. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაცია

უცხოელთა ინტეგრაციის ცენტრი პილაში

უცხოელთა ინტეგრაციის ცენტრი პოზნანში

დახურვის თარიღი:

აგვისტო 31, 2023


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,