ონლაინ კურსი ფრილანსერობის შესაძლებლობებზე ქვემო ქართლის, კახეთის და გურიის რეგიონებში მცხოვრებლებისთვის
იანვარი 31, 2023

ონლაინ კურსი ფრილანსერობის შესაძლებლობებზე ქვემო ქართლის, კახეთის და გურიის რეგიონებში მცხოვრებლებისთვის


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ფრილანსერობის შესაძლებლობების შესახებ ონლაინ კურსს იწყებს.

კურსზე მიიღებიან ქვემო ქართლის, კახეთის და გურიის რეგიონში მცხოვრები, სულ მცირე 16 წლის პირები, რომელთაც აქვთ კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა და კარგად ფლობენ ინგლისურს (მინიმუმ A2 დონეზე).

ონლაინ კურსის მიზანია, დამსწრეებს გააცნოს დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის სფეროში დღეს არსებული შესაძლებლობები და წარუდგინოს კონკრეტული მაღალანაზღაურებადი პროფესიები, რომლებიც მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. კურსის გამვლელები გაეცნობიან შესაბამის პლატფორმებს, შეისწავლიან პროგრამირებაში, გრაფიკულ დიზაინში, ქოფირაითინგში, ციფრულ მარკეტინგსა და სოციალური მედიის მენეჯმენტში დასაქმების გზებს და დაეუფლებიან საქმიან კომუნიკაციასა თუ შემოსავლების მართვას.

კურსი, რომელიც 2 მარტიდან დაიწყება, შედგება ათი ორ-საათიანი შეხვედრისგან, რომლებიც ჩატარდება კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს, 20:00 საათზე. 

ტრენინგი ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები“, ფარგლებში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 15, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,