ევროკავშირი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში და სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) სოფლად მცხოვრებ ოჯახებს და სასოფლო ბიზნესს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ.
გრანტის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის უფლება აქვთ ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხის ან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მოქმედ ბიზნესებს. ამასთან, გრანტის მოპოვების მსურველები ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვას უნდა უწყობდნენ ხელს.
პროგრამის თანახმად, თითოეული მუნიციპალიტეტიდან დაფინანსდება ის პირველი 50 განაცხადი, რომელიც პროგრამის პირობების შესაბამისად იქნება წარდგენილი.
კონკურსი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებშია გამოცხადებული.
საკონკურსო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 10 ივნისი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,