IJ4EU Impact Award: საზღვრებშორისი საგამოძიებო ჟურნალისტიკის 2024 წლის კონკურსში განაცხადების მიღება დაიწყო 
მარტი 11, 2024

IJ4EU Impact Award: საზღვრებშორისი საგამოძიებო ჟურნალისტიკის 2024 წლის კონკურსში განაცხადების მიღება დაიწყო 


პროგრამამ, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ევროპისათვის (IJ4EU), Impact Award-ის საზღვრებშორისი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ყოველწლიური კონკურსისათვის განაცხადების მიღება დაიწყო. 

დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული თანამშრომლობითი, სახელმწიფოთაშორისი სამი გამოძიება 5,000 ევროს ოდენობის პრიზებს მიიღებს. გამარჯვებულები ამ წლის შემოდგომას, IJ4EU-ის UNCOVERED კონფერენციაზე გამოცხადდებიან. 

პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის (ECPMF) მიერ მართულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შემდეგი ქვეყნებიდან წარდგენილ საგამოძიებო პროექტებს: ევროკავშირის 27 სახელმწიფო, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნები, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, საქართველო, სერბია, უკრაინა და ჩრდილოეთი მაკედონია.

საკონკურსო გამოძიებები უნდა ეკუთვნოდეს სულ მცირე ორი ევროპული ქვეყნის რეზიდენტ ჟურნალისტებს და გამოქვეყნებული უნდა იყოს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. 

პრიზები გაიცემა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა საგამოძიებო პროექტების გავლენა, ჟურნალისტური ხარისხი, აქტუალობა და მსგავსი საზღვრებშორისი ჟურნალისტური ნამუშევრების შექმნისთვის ბიძგის მიცემის პოტენციალი.

ჟურნალისტებს, მედიაორგანიზაციებსა და გუნდებს საკონკურსო განაცხადების შეტანა შეუძლიათ Good Grants პლატფორმის გამოყენებით. ყველა წარდგენილი პროექტი უნდა იყოს ინგლისურად ან მათ უნდა ერთოდეს ინგლისური თარგმანი.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 2 მაისი.

საგამოძიებო ჟურნალისტიკა ევროპისათვის (IJ4EU) ევროპაში საზღვრებშორისი საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას უწყობს ხელს. ის თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ღია საზოგადოების ფონდების, FRITT ORD-ის, Iscorates Foundation-ისა და ქალაქ ლაიფციგის მხარდაჭერით. 

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა

IJ4EU Impact Award

დახურვის თარიღი:

მაისი 2, 2024


ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს

აპრილი 19, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს

აპრილი 18, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,