გლობალურ პრობლემებზე მომუშავე 28 წლამდე ახალგაზრდებს #YCM Challenge 2026-ში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ
თებერვალი 12, 2026

გლობალურ პრობლემებზე მომუშავე 28 წლამდე ახალგაზრდებს #YCM Challenge 2026-ში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ


საერთაშორისო ახალგაზრდული ინიციატივა, #YCM Challenge, 16-27 წლის ახალგაზრდებს აქტუალური გლობალური პრობლემების მოგვარებაზე იდეების წარსადგენად იწვევს. აქტივობის თანადამფინანსებელია ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

#YCM Challenge ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, განავითარონ პრაქტიკული, თემზე დაფუძნებული გადაწყვეტები სამი ძირითადი მიმართულებით: გარემოსდაცვითი მდგრადობა, განათლება და უფლებები და კეთილდღეობა. 

#YCM Challenge დაიწყება ჯგუფებს შორის დიალოგების სერიით (2-26 მარტი), რომელშიც ახალგაზრდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაერთვებიან. ამის შემდეგ სულ მცირე ორი ადამიანისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდები გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელ ინოვაციურ გზებს შეიმუშავებენ და ექსპერტების საერთაშორისო ჟიურის წარუდგენენ (8-30 აპრილი).

ბოლო ფაზის – #YCM in Action – განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ მენტორობას, რათა თავიანთი იდეები ერთ ან რამდენიმე ადგილას გამოცადონ (2026 წლის მაისიდან დეკემბრამდე პერიოდი). საუკეთესო იდეები 400 ევრომდე საწყის დაფინანსებას მიიღებს, რომელიც პროექტის ან პროტოტიპის განვითარებასა და განხორციელებას მოხმარდება.

განაცხადები ონლაინფორმის შევსებით მიიღება. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 27 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია

განცხადება

სარეგისტრაციო ფორმა

დახურვის თარიღი:

თებერვალი 27, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,