გამოცხადდა მედიის კონკურსი სურსათის უვნებლობის საკითხებზე — გამარჯვებულები 750 ევროს მიიღებენ
იანვარი 8, 2024

გამოცხადდა მედიის კონკურსი სურსათის უვნებლობის საკითხებზე — გამარჯვებულები 750 ევროს მიიღებენ


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) სურსათის უვნებლობის საკითხებზე საუკეთესო მედიანამუშევრების გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“, ფარგლებში ტარდება. 

ჟურნალისტებს შეუძლიათ წარადგინონ ვიდეონამუშევარი, აუდიონამუშევარი ან სტატია. მასალა შეიძლება ეხებოდეს ინფორმაციას, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება, უკეთ დაიცვან თავი სურსათთან დაკავშირებული საფრთხეებისგან. ის ასევე შეიძლება აშუქებდეს სახელმწიფოს საქმიანობას ამ სფეროში, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემას ან სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევას. 

საკონკურსო მასალაში სასურველია ჩანდეს, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი საქართველოში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და რა ცვლილებებს მოუტანს ამ სფეროს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება.

კონკურსის გამარჯვებულები 750 ევროს ოდენობის ფულად ჯილდოებს მიიღებენ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 14 მარტი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 14, 2024


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,