ევროკომისია უნივერსიტეტებისთვის ევროპის თარგმნის მაგისტრატურის (EMT) ქსელში გასაწევრიანებლად კონკურსს მეხუთედ აცხადებს.
კონკურსი ღიაა უნივერსიტეტებისთვის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.
უნივერსიტეტებს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი პროგრამები EMT-ის ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამ სტანდარტთაგან ერთ-ერთის თანახმად, განაცხადის შეტანის დროისთვის უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამას თარგმნაში ოფიციალურად აღიარებული მაგისტრის ხარისხი მინიჭებული უნდა ჰქონდეს კურსდამთავრებულთა სულ მცირე ორი ნაკადისთვის.
უნივერსიტეტები EMT-ის ქსელს შეუერთდებიან კონკურსის საბოლოო შედეგთა გამოქვეყნების დღეს და მათი წევრობა ხუთ წელს (2024-2029 წლები) გასტანს.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,