ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიების კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
თებერვალი 6, 2024

ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიების კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო


ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიების კონკურსი ადგილობრივ თემებს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის ერთმანეთისთვის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. 

საგრანტო კონკურსი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. ღონისძიების მიზანია ევროპის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მოსახლეობაში ევროპული საერთო სივრცისადმი მიკუთვნებულობის გრძნობის გაძლიერება და იმის ჩვენება, თუ როგორ აღიქმება ადგილობრივ მემკვიდრეობათა მნიშვნელობა მთელი ევროპის მასშტაბით. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროპის მემკვიდრეობის დღეების მონაწილე ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოც არის, ევროპული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებს და ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის კონკურსის/ევროპა ნოსტრას გამარჯვებულებს (რომლებმაც ევროპის მემკვიდრეობის დღეებს გასული ოთხი წლის განმავლობაში, 2020-2023 წლებში უმასპინძლეს). ამას გარდა, აპლიკანტებისგან 2024 წელს  ევროპის მემკვიდრეობის დღეების მოწყობასაც მოელიან. 

ისტორიის გაგზავნასთან ერთად, თითო თემიდან მაქსიმუმ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენაა შესაძლებელი. თითოეული გაცემული გრანტის ღირებულება 10,000-მდე ევროს შეადგენს. 

ისტორიის წარდგენა შესაძლებელია 15 მარტამდე, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე, ონლაინფორმის შევსების გზით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

მარტი 15, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,