ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: შეიტანეთ განაცხადი 1 ნოემბრამდე
ივლისი 14, 2023

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: შეიტანეთ განაცხადი 1 ნოემბრამდე


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილობრივ მედიამუშაკებს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2023 წლის პრიზის მისაღებად კონკურსში იწვევს. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 2012 წელს დაარსებული კონკურსი ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრებას უწყობს ხელს. ამასთან, სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას უწყობს ხელს.

წლევანდელი კონკურსის ნაწილია ახალი კატეგორია, რომელიც საუკეთესო სტუდენტურ ნამუშევარს ავლენს.

2023 წლის პრიზი ჟურნალისტიკაში რვა კატეგორიაში გაიცემა:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია ან სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • კონფლიქტის თემაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი, რომელიც საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას უწყობს ხელს (EUMM-ის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში).

პირველი შვიდი კატეგორიის თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 5,200 ლარს მიიღებს. EUMM-ის სპეციალური პრიზის მფლობელი კი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში ერთთვიან სტაჟირებას გაივლის.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 1, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,