ევროკავშირის კონკურსში, „გენდერული თანასწორობის მცველები“, მონაწილეობას საქართველოც მიიღებს
სექტემბერი 10, 2024

ევროკავშირის კონკურსში, „გენდერული თანასწორობის მცველები“, მონაწილეობას საქართველოც მიიღებს


ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურმა დირექტორატმა „გენდერული თანასწორობის მცველთა“ კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. 

ამ პრიზით გამორჩეულ მიღწევებს გენდერული თანასწორობის გეგმების შესრულების საფუძველზე  აჯილდოებენ. ეს გეგმები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) დაფუძნებული უნივერსიტეტების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა კვლევითი (სახელმწიფო თუ კერძო) ორგანიზაციების მიერაა მიღებული. 

დაინტერესებულ ორგანიზაციებს განაცხადების შეტანა დაფინანსებისა და ტენდერების ონლაინპორტალის საშუალებით 2024 წლის 16 ოქტომბრამდე შეუძლიათ.

პრიზები სამ კატეგორიაში გაიცემა: მდგრადი გენდერული თანასწორობის მცველები; გენდერული თანასწორობის ახალბედა მცველები; და ინკლუზიური გენდერული თანასწორობის მცველები. კონკურსში მონაწილეობის მსურველს განაცხადის შეტანა შეუძლია სამი კატეგორიიდან მხოლოდ ერთზე. ამასთან გასული წლების კონკურსების გამარჯვებულებს სხვა კატეგორიაში განაცხადის ხელახლა შეტანა არ შეუძლიათ.

შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2025 წელს ჩატარდება. თითოეული გამარჯვებული 100,000 ევროს ოდენობის ჯილდოს მიიღებს.

კონკურსზე დაშვების, შესაბამისობისა და დაჯილდოების კრიტერიუმები დაწვრილებითაა ახსნილი კონკურსის წესებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 16, 2024


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,