ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ადამიანის უფლებებზე მომუშავე პროექტებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს
დეკემბერი 7, 2023

ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ადამიანის უფლებებზე მომუშავე პროექტებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს


ევროკავშირმა ადამიანის უფლებების და დემოკრატიის თემებზე შემუშავებულ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან წარმოდგენილ აპლიკანტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგ სფეროებზე კონცენტრირებულ პროექტებში: 

·      ლოტი 1: ადამიანის უფლებები და ბიზნესი

·      ლოტი 3: იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლა

·      ლოტი 4: თანასწორობა და ლგბტიქ ადამიანების ინკლუზია

·      ლოტი 6: რელიგიის და რწმენის თავისუფლება

ფინანსური მხარდაჭერა თითოეული პროექტისთვის 1-იდან 3.3 მილიონ ევრომდე მერყეობს. კონკურსის ფარგლებში ხელმისაწვდომი ჯამური დაფინანსება კი 36 მილიონ ევროს შეადგენს.

საკონკურსო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 იანვარი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 31, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,