ევროკავშირი და „ქალები საერთო მომავლისთვის“ საქართველოში Media4Equality კონკურსს აცხადებენ

ევროკავშირი და „ქალები საერთო მომავლისთვის“ საქართველოში Media4Equality კონკურსს აცხადებენ


ორგანიზაციამ, „ქალები საერთო მომავლისთვის — საქართველო“ (WECF GEORGIA), ევროკავშირის მხარდაჭერით გამოაცხადა ახალი კონკურსი, „მედია თანასწორობისთვის“ (Media4Equality). კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის საკითხების წინ წამოწევას ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერებისა და სოციალურ მედიაში მოღვაწე ადამიანების საქმიანობაში.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 11 ნოემბრამდე.

„მედია თანასწორობისთვის 2021“ კონკურსი ცხადდება ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში: საუკეთესო ეროვნული მულტიმედიური პროდუქტი (სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, ონლაინ პროდუქცია); საუკეთესო რეგიონული მულტიმედია პროდუქტი; საუკეთესო კონტენტის ავტორი სოციალურ მედიაში ან/და ვებგვერდზე; საუკეთესო ვიზუალური სიუჟეტი (კედლის მხატვრობა, ფოტოთი გადმოცემული ამბავი).

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი 1500 ევროს ოდენობით.

წარდგენილი ნამუშევრები ხელს უნდა უწყობდეს ქალთა გაძლიერებას, სტერეოტიპების დაძლევას, საზოგადოებაში და შრომის ბაზარზე ქალთა თანაბარი მონაწილეობის შემაფერხებელი ბარიერების წარმოჩენას და გენდერულად მგრძნობიარე სხვა პრობლემების მოგვარებას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შეიტანეთ განაცხადი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 11, 2021


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,