Eurochambres: EU4BCC აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა დასაკავშირებლად ღონისძიებას მართავს
ნოემბერი 16, 2023

Eurochambres: EU4BCC აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა დასაკავშირებლად ღონისძიებას მართავს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „EU4Business: კომპანიების დაკავშირება“ (EU4BCC), რომელიც ახლახან 2024 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივდა, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების დამაკავშირებელ ონლაინღონისძიებას მართავს. ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაა განკუთვნილი. 

ვირტუალური შეხვედრა შედგება ცალკეული სესიებისგან, რომლებზეც ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და მდგრადი ზრდის შესაძლებლობები მიეცემათ. 

ღონისძიების მონაწილეები საქმიანი კავშირების დამყარებას და სათანადო ბიზნესპარტნიორების პოვნას შეძლებენ. რეგისტრაციის გავლისთანავე მათთვის ხელმისაწვდომი გახდება დამსწრეთა ჰაბი, რომლის დახმარებითაც დაუკავშირდებიან პოტენციურ პარტნიორებს და მოაწყობენ პირისპირ შეხვედრებს.

ევროკავშირი EU4BCC პროექტს EU4Business ინიციატივის ფარგლებში აფინანსებს. ინიციატივა ევროკავშირის ყველა იმ აქტივობას მოიცავს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას უჭერს მხარს. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, EU4BCC  ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს და აკავშირებს საწარმოებს ევროკავშირში მოქმედ კომპანიებთან. 

ღონისძიება 5 დეკემბერს გაიმართება. მონაწილეობა უფასოა, მაგრამ აუცილებელია რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

სარეგისტრაციო ბმული

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 5, 2023

შესაძლებლობის ტიპი


თემაზე

ნოემბერი 21, 2023

EU4Dialogue საქართველოს ოფისში პროექტის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ნოემბერი 13, 2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისა და მისი შედეგების შესაფასებლად საგრანტო კონკურსი ცხადდება

ნოემბერი 10, 2023

დაიწყო რეგისტრაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო სივრცეში ჯვარედინი ღირებულებების დანერგვის ონლაინკურსზე

ნოემბერი 7, 2023

TruthTechThon: მიიღე მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მედიაწიგნიერების ჰაკათონში 

ოქტომბერი 31, 2023

EU4Youth: ევროპის კოლეჯი ნატოლინში ევროპული ინტერდისციპლინური სწავლების სამაგისტრო პროგრამისთვის სტიპენდიებს გასცემს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,