EU4Dialogue: ევროკავშირი და UNDP სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდს აცხადებენ
ნოემბერი 22, 2022

EU4Dialogue: ევროკავშირი და UNDP სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდს აცხადებენ


ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სამხრეთ კავკასიის საგრანტო სქემის ფარგლებში საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონკურსი გამოაცხადეს.

კონკურსის მიზანი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარ სოციალურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებაა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, საგრანტო წინადადება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდეს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე და ბავშვებისა თუ ახალგაზრდების, ასევე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისათვის დამატებითი პერსპექტივების გაჩენაზე.

გრანტები გაიცემა ახალბედა ან/და სათემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.

თითოეული გრანტის ფარგლებში გაცემული თანხის მაქსიმალური რაოდენობა 25,000 აშშ დოლარს შეადგენს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 იანვარი. 

კონკურსი პროექტის, „EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში“, ფარგლებში ტარდება. ამ უკანასკნელს ევროკავშირი აფინანსებს და UNDP ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 23, 2023


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,