EU4Culture: მობილობის გრანტების კონკურსი ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
იანვარი 31, 2022

EU4Culture: მობილობის გრანტების კონკურსი ხელოვანებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4Culture მობილობის გრანტების კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხელოვანებსა და კულტურის სფეროს პროფესიონალებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან — აზერბაიჯანიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. 

კონკურსი გამოცხადებულია ინტერნატურისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის და სხვა ისეთი სახის საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კულტურათაშორის დიალოგს.

საკონკურსო დაფინანსება მოკლევადიანი მობილობისთვის (7-10 კალენდარული დღე) 1,500-მდე ევროს შეადგენს, საშუალოვადიანი მობილობისთვის (5 კვირამდე პერიოდი)  — მაქსიმუმ 3,500 ევროს, ხოლო გრძელვადიანი მობილობისთვის (12 კვირამდე პერიოდი) — მაქსიმუმ 5,000 ევროს.

მობილობის პროექტები 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში და ევროპის სხვა ქვეყნებში შეიძლება განხორციელდეს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ხელოვანებსა და კულტურის ყველა სფეროს პროფესიონალებს, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი და რომლებიც არიან აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის ან უკრაინის მოქალაქეები ან ლეგალური რეზიდენტები.

აპლიკანტებმა ონლაინ სააპლიკაციო ფორმის გამოყენებით უნდა მოამზადონ სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი საერთაშორისო მობილობისთვის და წარადგინონ ის გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალზე (GAP)

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 8 აპრილი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4Culture ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრების, დანიის კულტურის ინსტიტუტის და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de Géorgie) მიერ. პროექტი 2022-2024 წლებში  მობილობის გრანტებზე მთლიანობაში ექვს კონკურსს გამოაცხადებს და 250-მდე ინდივიდუალურ გრანტს გასცემს.

დახურვის თარიღი:

აპრილი 8, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,