EU4Business ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს ბრიუსელში სასწავლო ვიზიტზე იწვევს — შეიტანეთ განაცხადი 7 თებერვლამდე 
თებერვალი 1, 2024

EU4Business ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს ბრიუსელში სასწავლო ვიზიტზე იწვევს — შეიტანეთ განაცხადი 7 თებერვლამდე 


პროექტი, „EU4Business: კომპანიების დაკავშირება“ (EU4BCC), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედ ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს (BSOs) ბრიუსელში გამართულ ერთკვირიან სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

ღია კარის პრინციპით მოქმედი მობილობის პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს  ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, გაიუმჯობესონ ადვოკატირების უნარები, ისწავლონ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენა და დაამყარონ საქმიანი კავშირები ევროკავშირის შიგნით. 

2024 წლის 17 მარტიდან 22 მარტამდე პერიოდში  ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს მიეცემათ საშუალება:

  • მიიღონ ტრენინგი იმაზე, თუ როგორ იმუშაონ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროზე ზეგავლენის მქონე პოლიტიკის განმსაზღვრელებთან;
  • ეწვიონ ევროპარლამენტს და შეხვდნენ პარლამენტის წევრებს სამუშაო სესიების ფორმატში;
  • დაესწრონ კონფერენციას ევროკავშირის გაფართოების თემაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 თებერვალი. 

EU4BCC ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში ფინანსდება. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამისთვის ის ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, გაზარდონ ვაჭრობა, მოიზიდონ ინვესტიციები და დაამყარონ ბიზნესკავშირები ევროკავშირში მოქმედ კომპანიებთან. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

განაცხადის ფორმა

დახურვის თარიღი:

თებერვალი 7, 2024


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,