ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის ენერგეტიკული თანამეგობრობის კონტრაქტორი სახელმწიფოებიდან, რომელთა შორის საქართველოც არის. მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ენერგეტიკული გარდაქმნის თემაზე ჩატარებულ სემინარში, რომელიც 14 დეკემბერს ვენაში გაიმართება.
სემინარში მონაწილეობისათვის შეარჩევენ 18 ჟურნალისტს — ორ კანდიდატს ენერგეტიკული თანამეგობრობის თითოეული კონტრაქტორი სახელმწიფოდან — რომელთა მგზავრობის ხარჯებს ორგანიზატორები დაფარავენ.
საკონკურსო განაცხადების შეტანა შეუძლიათ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ ენერგეტიკის, გარემოს ან ეკონომიკის სექტორებში მომხდარ სიახლეებს და კარგად წერენ და საუბრობენ ინგლისურად.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,