დეზინფორმაციასთან ბრძოლის ახალი გზები: საუკეთესო იდეების ავტორებს 80,000-მდე ევრო გადაეცემათ
იანვარი 20, 2022

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ახალი გზები: საუკეთესო იდეების ავტორებს 80,000-მდე ევრო გადაეცემათ


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა მხარდაჭერის პროგრამამ, MediaFutures კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების შეტანა შეუძლიათ მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის წარმომადგენელ და მედიის სფეროში მომუშავე ხელოვანებს და სტარტაპებს. კონკურსანტები უნდა მუშაობდნენ მონაცემებთან და სურდეთ, რომ მონაცემთა მოძიების პროცესი ინფორმაციულთან ერთად სასიამოვნოც გახადონ.

წელს პროგრამა MediaFutures მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც დეზინფორმაციის უარყოფით გავლენას ებრძვიან და სამეცნიერო და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. ეს შეიძლება ნიშნავდეს პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის განვითარებას, ხელოვნების ნიმუშების შექმნას ან ამ ორის კომბინაციას.

პროგრამის ბიუჯეტიდან სტარტაპებისთვის — 80,000-მდე ევრო, ხოლო ხელოვანებისთვის 40,000-მდე ევროა გამოყოფილი. ამასთან, შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ტექნიკურ, იურიდიულ და ექსპერტულ მხარდაჭერას, ჩაერთვებიან მენტორობის სესიებსა და ტრენინგებში, მათი საქმიანობა კი ევროკავშირის ღონისძიებების მეშვეობით გაშუქდება.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 27 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

დახურვის თარიღი:

იანვარი 27, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,