დაიწყო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ექსპერტებისთვის მობილობის ფონდში მონაწილეობის მისაღებად 
იანვარი 19, 2023

დაიწყო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ექსპერტებისთვის მობილობის ფონდში მონაწილეობის მისაღებად 


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმმა გამოაცხადა კონკურსი შავი ზღვის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ექსპერტებისთვის მობილობის ფონდში მონაწილეობის მისაღებად. 

მობილობის ფონდის საშუალებით, ფორუმი მიზნად ისახავს წაახალისოს ექსპერტთა შორის გამოცდილების გაზიარების პროცესი, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგიონულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. პროექტი მხარს დაუჭერს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა სემინარები, სამუშაო შეხვედრები თუ სასწავლო ვიზიტები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 20 თებერვალი.

შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი 2008 წელს რუმინული პლატფორმის, NGDO-FOND-ის მიერ და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკომისიის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მიზანია შავი ზღვის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება და მათ შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 20, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,