ჩაინიშნეთ თარიღი — 6 მაისს თბილისში ევროპის დღე ბრუნდება 
აპრილი 13, 2023

ჩაინიშნეთ თარიღი — 6 მაისს თბილისში ევროპის დღე ბრუნდება 


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული პაუზის მერე ევროპის დღე თბილისში კვლავ აღინიშნება.

მასშტაბური ღონისძიება 6 მაისს გაიმართება. ევროკავშირის წარმომადგენლობა „ექსპო ჯორჯიას“ აქცევს სივრცედ, სადაც სტუმრები შეძლებენ, გაიგონ მეტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე და იმაზე, თუ რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში. დამსწრეები ასევე დააგემოვნებენ იმ ფერმერებისა და მეწარმეების მიერ დამზადებულ გემრიელ კერძებს, რომლებსაც ევროკავშირი სხვადასხვა პროექტით უჭერს მხარს. 

ევროპის დღის სტუმრები მოუსმენენ ცნობილ ქართველებს იმაზე, თუ რას ნიშნავს მათთვის ევროპა და აღმოაჩენენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მრავალფეროვნებასა და კულტურას. მათ ასევე მიეცემათ შესაძლებლობა, შეხვდნენ ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს (YEAs), რომლებიც ევროკავშირის მიერ 2016 წელს დაარსებული და 34 ეროვნების 900-ზე მეტი ახალგაზრდისგან შემდგარი ქსელის წევრები არიან. 

მეტი დეტალის გასაგებად, თვალი ადევნეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდს

დამატებითი ინფორმაცია

განცხადება ფეისბუქზე

დახურვის თარიღი:

მაისი 6, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,