ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყველა მსურველს ავსტრიის საელჩოს მიერ ევროპის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში იწვევს. კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ თავიანთი ხედვა, თუ როგორ ესმით ევროკავშირის დევიზის, „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, მნიშვნელობა.
განაცხადები ელექტრონულ ფოსტაზე 2024 წლის 12 აპრილამდე მიიღება.
კონკურსანტებს თავიანთი ხედვა შეუძლიათ წარმოადგინონ ნებისმიერი ფორმით — იქნება ეს ფოტო, ნახატი, სკულპტურა თუ თუნდაც ცეკვა.
ხუთ გამარჯვებულს ავსტრიისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად გამართულ სადილზე მიიწვევენ. გარდა ამისა, გამარჯვებული ნამუშევრები 2024 წლის 11 მაისს ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გამოიფინება.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,