ევროკომისიის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მედეგობის გაძლიერება“ (ERICS-EaP), ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანი რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა თუ არაფორმალური ჯგუფების წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ლიდერების ერთმანეთთან დაკავშირება და თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
პროექტს ტრანსატლანტიკური ფონდი (TF) შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის პროგრამასთან, „შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის“, თანამშრომლობით უძღვება.
პროექტის ფარგლებში მომდევნო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა 50 სამოგზაურო გრანტი, რომელთაგან თითოეულის მაქსიმალური მოცულობა 1,500 ევროს შეადგენს. გრანტების მოპოვება შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა თუ არაფორმალური ჯგუფების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ლიდერებს რეგიონში გამართულ ღონისძიებებში, ფორუმებსა და კოოპერაციულ ინიციატივებში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთში დაფუძნებული/მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ლიდერებისთვის, თანამშრომლებისა და მოხალისეებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის, ლიდერებისთვის და არაფორმალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის (გამონაკლისია გადასახლებაში მყოფი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები).
კონკურსს არ აქვს კონკრეტული ბოლო ვადა. განაცხადები მიიღება უწყვეტად ამ მეილის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,