ადამოვიჩის ჯილდო თავისუფლების, სოლიდარობისა და თანასწორობის ხელშეწყობისთვის: კანდიდატთ წარდგენა 31 ოქტომბრამდეა შესაძლებელი
ივნისი 28, 2024

ადამოვიჩის ჯილდო თავისუფლების, სოლიდარობისა და თანასწორობის ხელშეწყობისთვის: კანდიდატთ წარდგენა 31 ოქტომბრამდეა შესაძლებელი


მერის, პაველ ადამოვიჩის სახელობის 2024 წლის პრიზი თავისუფლების, სოლიდარობისა და თანასწორობის მხარდასაჭერად გამოვლენილი გამბედაობისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის გაიცემა. საერთაშორისო ორგანიზაციებს კანდიდატების წარდგენა 31 ოქტომბრამდე შეუძლიათ. 

კანდიდატი  –  პიროვნება ან ორგანიზაცია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან – აქტიურად უნდა ებრძოდეს შეუწყნარებლობას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიას.

კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ ევროპის რეგიონთა კომიტეტის წევრებს, ნებისმიერ ქალაქს ან რეგიონულ საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კონკურსით განსაზღვრულ სფეროებში. 

პრიზი პაველ ადამოვიჩის ცხოვრებისა და საქმიანობის პატივისცემის ნიშნად დაარსდა. პაველ ადამოვიჩი, რომელიც 2019 წლის 13 იანვარს მოკლეს, 1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ქალაქ გდანსკის მერი იყო. მკვლელობამდე პერიოდში ადამოვიჩის წინააღმდეგ გაძლიერებულად გამოიყენებოდა სიძულვილის ენა. 

პრიზი ასევე დაარსდა ყველა იმ ადამიანის დასაფასებლად, რომლებიც შეუპოვრად და კეთილსინდისიერად იბრძვიან შეუწყნარებლობის, რადიკალიზაციის, სიძულვილის ენის, ჩაგვრის თუ ქსენოფობიის წინააღმდეგ და თანაბარი შესაძლებლობების, სოციალური ინტეგრაციისა და ფუნდამენტური უფლებების მხარდასაჭერად.

კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი. 

გასულ წელს ჟიურიმ სპეციალური მოხსენიებით დააფასა ინჰულკას (უკრაინა) მერი, ალა მირონოვა საკუთარი თემის სასარგებლოდ გამოვლენილი გაბედული პოზიციისთვის — განსაკუთრებით რუსული ოკუპაციის განმავლობაში.

2022 წელს კი ჟიურის სპეციალური მოხსენიება ერგო უკრაინის სამხრეთში მდებარე ჰოლა-პრისტანის მერს, ოლეკსანდრ ბაბიჩს, რომელიც 2022 წლის მარტიდან ტყვეობაშია იმის გამო, რომ საკუთარი თემის დაცვას ცდილობდა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 31, 2024


ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,