ენერგოეფექტური სკოლები და საბავშვო ბაღები – რეალური შესაძლებლობა საქართველოსთვის?
ოქტომბერი 9, 2020

ენერგოეფექტური სკოლები და საბავშვო ბაღები – რეალური შესაძლებლობა საქართველოსთვის?


საქართველოს 2019-2020 წლებში ერთერთ პრიორიტეტად გაცხადებული აქვს საჯარო შენობებშიმათ შორისბაღებსა და სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდაამითერთის მხრივმუნიციპალური დანახარჯები შემცირდებამეორეს მხრივ კი გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ სისტემას ჩაეყრება საფუძველი.

ჩრდილოეთის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია (NEFCO) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდი (E5P) მხარს უჭერენ საქართველოს ამ წამოწყებას. მათ მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებაფარგლებში,  ქვეყანაში ათეულობით სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, რაც მათ ენერგოეფექტურობას გაზრდის.

NEFCO- საინვესტიციო მენეჯერი, ვივი ავიკაინენი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინვესტიციები მხოლოდ ხარჯების შემცირებისა და გარემოს დაცვის გამო არაა მნიშვნელოვანი:

  • Elene Qochua, student, Tbilisi Experimental School No. 1
  • Tbilisi Experimental School No. 1
  • Tbilisi Experimental School No. 1
  • Photo credits: Nordic Environment Finance Corporation (NEFCO) – Vivi Avikainen, NEFCO Investment Manager

ხშირია, როდესაც სკოლები და საბავშვო ბაღები არაჯეროვნად თბება, შესაბამისად, ამ კუთხით გატარებული სარემონტო სამუშაოები დადებითად იმოქმედებს ბავშვების ჯანმრთელობაზეც.“

საქართველოში პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) ახორციელებს.

ენერგოეფექტურობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და NEFCO- პროექტი

 „ენერგეტიკული თანამეგობრობის შეთანხმებისპირობები საქართველოს ავალდებულებს, აღასრულოს ევროკავშირის რამდენიმე დირექტივა და რეგულაცია ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრებთან, მიწოდების სანდოობასა, განახლებად წყაროებსა, ენერგოეფექტურობისა და სტატისტიკის წარმოებასთან მიმართებაში.

2020 წლის მაისში, საქართველომ მიიღო კანონებიენერგოეფექტურობის შესახებდაშენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“, რომელთა მთავარი მიზანია ენერგიის დაზოგვა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და მიწოდების სანდოობის ზრდა. მიღებული კანონები დაეხმარება ქვეყანას, დააკმაყოფილოს საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში და გააძლიერებს მის ენერგეტიკულ ბმას ევროკავშირთან. ახალი კანონმდებლობა, აგრეთვე, დაეხმარება საქართველოს, გააუმჯობესოს ახალი შენობანაგებობების ენერგოეფექტურობა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

კანონთა ამ პაკეტის აღსრულებას მხარს ევროკავშირი უჭერს, იგი გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების პირობებით. ენერგოეფექტიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონმდებლობა საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან, ევროკავშირის მხარდაჭერით მოსარგებლე ინიციატივა EU4Energy-სა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით შემუშავდა. EU4Energy მუშაობს ენერგომიწოდების, უსაფრთხოებისა და დაკავშირების საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე, ხელს უწყობს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.

კანონის პირველი შედეგი 2021 წლისთვის უნდა დადგეს. ამ დროისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს კონკრეტული და გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელს გაზრდის.

ამ მიზნის მისაღწევად, 2018 წელს, საქართველომ ხელი მოაწერა სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ჩრდილოეთის გარემოსდაცვით საფინანსო კორპორაცისთან და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდთან და 5.1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია მიიღო, მათ შორის, 1,870,000 ევრო გრანტის სახით. პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება და ის 26 საჯარო ნაგებობის რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტის განხორციელების თანადაფინანსებაში დანიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოა (Danida) ჩართული.

მუნიციპალური განვითარების ფონდი იმედოვნებს, რომ ენერგიის დანაზოგის წყალობით,  ნაგებობების განახლებაში ინვესტირებული სახსრების ამოღება ხუთ წელიწადში მოხერხდება.

ეს პროექტი საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, პიონერია,” – აღნიშნავს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, დავით ტაბიძე.

  • Bachuki Antia, worker, Public Day Care Centre No. 5 in Akhaltsikhe
  • Beka Kurtanidze, worker, installing thermal insulation, Public School No. 7 in Akhaltsikhe
  • David Tabidze, First Deputy CEO of the MDF

ამჟამად, მუნიციპალური განვითარების ფონდი რვა კონტრაქტს მეთვალყურეობს, რომელთა ფარგლებშიც მთელი საქართველოს 21 საჯარო ნაგებობაა მოქცეული. აქედან 10 საჯარო სკოლაა, შვიდისაბავშვო ბაღი, ოთხი კი ადმინისტრაციული შენობა. რვა დადებული კონტრაქტის საერთო ღირებულება 12.5 მილიონ ლარს (3.3 მილიონ ევროზე მეტს) შეადგენს. სატენდერო პროცედურების დასრულების შემდგომ, სიას თბილისის კიდევ ორი სკოლა შეემატება.

 „საპროექტო ხარჯის საგრანტო ნაწილი, გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უნდა დაიხარჯოს მხოლოდამხოლოდ ენერგოეფექტურობის და ნახშირორჟანგის გაფრქვევების შემცირებისთვის აუცილებელი პროდუქტების შეძენაზე. სამწუხაროდ, ჩვენი საჯარო შენობები საკმაოდ მოძველებულია. უკეთ რომ ავხსნა, ასე ვიტყოდიპროექტის ფარგლებში, რიგ შენობებში კედლები უნდა დათბუნდეს, ანუ, კედლებს სპეციალური მასალა უნდა მიემაგროს. მაგრამ ვინაიდან ეს შენობები არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია, ჯერ კედლების გამაგრება გვიწევს, შემდეგ კი ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი სხვადასხვა სამუშაოების გატარება”, აცხადებს ნი ტაბიძე.

რა ზომები გატარდა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში?

თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა ერთერთი იმათთაგანია, სადაც ენერგომოდერნიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლაში 2,600 მოსწავლე სწავლობს და მისი დირექტორის, გიორგი შავლაძის, თქმით, სკოლის კომუნალური ხარჯები, წელიწადში, შეიძლება 60,000-მდე ლარს (დაახლოებით 16,000 ევრო) შეადგენდეს.

ზამთარში, გათბობა, ჩვეულებრივ, უზარმაზარი თანხა გვიჯდება, რადგანაც სკოლას დიდი სივრცე გააჩნია, სამი შენობისგან შედგება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხარჯები მკვეთრად შემცირდება, დაზოგილ სახსრებს კი, მაგალითად, ტექნიკური გაუმართაობების აღმოსაფხვრელად და საკლასო აღჭურვილობის შესაძენად გამოვიყენებთ,“ – ამბობს ნი შავლაძე.

საბავშო ბაღების, რომელთა უმრავლესობა ახალციხეშია განლაგებული, რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 1.6 მილიონი ლარია (თითქმის 430,000 ევრო) გამოყოფილი.

  • Marina Merabishvili, head of the Akhaltsikhe Preschool Association
  • Giorgi Shavladze, principal, Tbilisi Experimental School No. 1
  • Giorgi Shavladze, principal, Tbilisi Experimental School No. 1

საბავშვო ბაღების უმრავლესობა კედლების თბოიზოლირებასა და განსაკუთრებულირეკუპერატორებით“ (დანადგარი ოთახებში სუფთა ჰაერის უზრუნველსაყოფად) აღჭურვას საჭიროებს, გარდა ამისა, ზოგიერთ ნაგებობაში გაუმჯობესდება წყალმომარაგება და მოეწყობა გათბობის განსაკუთრებული სისტემა.

მარინა მერაბიშვილის, ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, თქმით,  ეს საბავშვო ბაღები, დაახლოებით, ათას აღსაზრდელს მოითვლის.

ეს პროექტი იმ თვალსაზრისითაცაა მნიშვნელოვანი, რომ საგრძნობლად შეამცირებს კომუნალურ ხარჯებს, დანაზოგი კი სხვადასხვა შესაძლებლობას გვაძლევს. მაგალითად, შევძლებთ ისეთი აღჭურვილობის ყოველწლიურ განახლებას, როგორიცაა სასწავლო მასალები, სათამაშოები და ..,“ – აღნიშნავს მარინა.

სწორი მიმართულებით გადადგმული პატარა ნაბიჯი

ნი ავიკაინენი საქართველოში მიმდინარე ენერგოეფექტურობის პროექტსსწორი მიმართულებით გადადგმულ ერთ პატარა ნაბიჯადმოიხსენიებს.

საინვესტიციო მენეჯერი მიიჩნევს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ პროექტით საქართველოს მხოლოდ რამდენიმე საჯარო ნაგებობაა მოცული, იგი ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის წარმატებული აღსრულების კარგი მაგალითია.

  • Tbilisi Experimental School No. 1
  • Gvantsa Qochua and Anastasia Menabdishvili, students, Tbilisi Experimental School No. 1

იმედი გვაქვს, ეს პროექტი, აგრეთვე, მეტ ინვესტიციას მოიზიდავს საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდის საქმეში“, – ამატებს იგი.

პროექტის შედეგად, 10,000 ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს, მასწავლებლებს და მუნიციპალური შენობის მუშაკებს, უკეთესი სამუშაო და სასწავლო გარემო ექნებათ. პროექტი, აგრეთვე, შეამცირებს ნახშირორჟანგის გაფრქვევებს წელიწადში 1,300 ტონის მოცულობით, დაზოგილი ენერგიის ღირებულება, კი, დაახლოებით, 200,000 ევროა.

ავტორი: ნინო ბიძინაშვილი

სტატია Netgazeti.ge

Energy Efficiency in Buildings, Georgia


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,