სექტემბერი 23, 2022

ოფელ რუხის მოსახლეობა მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს


21 სექტემბერს სამეგრელოს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებმა მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიება მოაწყვეს. ინიციატივის მიზანი იძულებით ადგილნაცვალი ადამიანების დახმარება და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს შორის მშვიდობის დამკვიდრება და დიალოგის გამართვა იყო. 

ქალები, ბავშვები, მცირე მეწარმეები და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები სოფელ რუხის მოხუცთა თავშესაფარში, „ჩემი მორდუ“, გამართულ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ.

ღონისძიებაზე ადგილობრივი ოსტატებისა და ბავშვების ხელით შექმნილი ნივთების გამოფენა მოეწყო. სტუმრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს მოხუცთა თავშესაფრის კედლის მოხატვაში. ამის შედეგად მშვიდობისა და ერთიანობის თემაზე ფერადი კომპოზიცია შეიქმნა.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ღონისძიება ინიციატივის, EU4Dialogue ფარგლებში ორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. ეს ორგანიზაციებია ქალთა ცენტრი „ხელები მშვიდობისთვის“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

ორივე ორგანიზაცია კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება. „ხელები მშვიდობისთვის“ ახალგაზრდა ქალებს შემოსავლის წყაროს საპოვნელად ხელსაქმეს და ტრადიციულ და ინოვაციურ რეწვას ასწავლის. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ კი დევნილთა უსაფრთხოების გაზრდას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი


SEE ALSO

ნოემბერი 27, 2023

ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს

ნოემბერი 24, 2023

საქართველოს შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა

ნოემბერი 24, 2023

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კვლევა შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს ავლენს

ნოემბერი 23, 2023

თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონკურსში გამარჯვებულის დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა

ნოემბერი 22, 2023

ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა 2025 წლის შუა პერიოდიდან ამოქმედდება


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,