23-25 ნოემბერს პროგრამა EU NEIGHBOURS east, ევროპული ჟურნალისტიკის სიმპოზიუმთან პარტნიორობით, ბრიუსელში მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავს. სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი თემაცაა „ჟურნალისტობა დღევანდელ ევროპაში“, საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებიც არიან მიწვეულები.
ღონისძიებაზე დაახლოებით 25 ქვეყნის წარმომადგენელი 100-მდე სპიკერი შეიკრიბება. სიმპოზიუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთის ქვეყნებსა და ევროკავშირში მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიული კავშირების დამყარების და მედიის როლთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობას მისცემს.
ეს ევროპის ჟურნალისტიკის პირველი სიმპოზიუმია და ამიერიდან ღონისძიება წელიწადში ორჯერ გაიმართება. მისი მიზანია, იქცეს თავშეყრის იმ მნიშვნელოვან ადგილად, სადაც ჟურნალისტები თავიანთი სფეროს პრობლემებს საზოგადოების წევრებთან, მკვლევრებთან, პოლიტიკის და ეკონომიკის ექსპერტებთან და აქტივისტებთან განიხილავენ.
„დღეს, როდესაც უკრაინის ომი ევროპის გულს ასისხლიანებს და არღვევს თავისუფალ და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას, ჩვენ უნდა შევქმნათ სივრცე დიალოგისთვის და შევინარჩუნოთ თავისუფალი და პლურალისტური საინფორმაციო სისტემის როლი მშვიდობის და დემოკრატიის დაცვაში“, — აღნიშნავენ სიმპოზიუმის ორგანიზატორები.
სიმპოზიუმის პროგრამა მოიცავს სესიებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ჟურნალისტიკის წინაშე არსებული საფრთხეები, მედიაწიგნიერება, კიბერშეტევები და პრესის თავისუფლება. 24 ნოემბერს ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ორგანიზებით გაიმართება სპეციალური საღამო, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს მიეძღვნება. მასში მონაწილეობას უკრაინელი და ბელგიელი ჟურნალისტები მიიღებენ.
სიმპოზიუმის თანაორგანიზატორია IHECS (სოციალური კომუნიკაციის უმაღლესი კვლევის ინსტიტუტი — École de journalisme de Bruxelles) და ფრანგული ასოციაცია, Journalisme & Citoyenneté.
დამატებითი ინფორმაცია
მონაწილეობის მისაღებად შესავსები სარეგისტრაციო ფორმა





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,