„უცხოელი აგენტების კანონი“: საქართველოს სამინისტროებს სამოქალაქო სექტორზე 10-ჯერ მეტი დაფინანსება აქვს ევროკავშირისგან მიღებული
ივნისი 18, 2024

„უცხოელი აგენტების კანონი“: საქართველოს სამინისტროებს სამოქალაქო სექტორზე 10-ჯერ მეტი დაფინანსება აქვს ევროკავშირისგან მიღებული


ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში „‘უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’ კანონის კონტექსტში“ საჭირო განმარტებისთვის გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც ქვეყნისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაა ნაჩვენები.  

„საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერასთან დაკავშირებული არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ“ გამოქვეყნებული მონაცემებით ცხადდება, რომ 2019-2024 წლებში ევროკავშირის მხარდაჭერის ათი  ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი სამინისტროები და სახელმწიფო სააგენტოები იყო. 

„სამინისტროებმა მიიღეს 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამოქალაქო სექტორმა“, ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, 2019 წლიდან დღემდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ევროკავშირისგან 111.55 მილიონი ევრო მიიღეს. ევროკავშირმა 101.4 მილიონი ევრო გამოუყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, 62.75 მილიონი ევრო კი — თავდაცვის სამინისტროს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მისმა სააგენტოებმა 57 მილიონი ევრო მიიღეს. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირისგან მიიღო 4.8 მილიონი ევრო და ამ მაჩვენებლით ის ბენეფიციართა სიაში მეთერთმეტე ადგილს იკავებს. 

საქართველოს საჯარო სექტორმა ევროკავშირისგან საერთო ჯამში 517.82 მილიონი ევრო მიიღო, რაც COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გაცემულ 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხსაც მოიცავს. შესადარებლად, ევროკავშირმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის 46.1 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო ქვეყნის კერძო სექტორისთვის — 6.1 მილიონი ევრო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,