ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ბოლო მოუღოს დაშინების, მუქარის და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებს
ივნისი 14, 2024

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ბოლო მოუღოს დაშინების, მუქარის და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებს


ევროკავშირი გამოხატავს წუხილს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით მომხდარი შემთხვევების გამო. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ 12 ივნისს განაცხადა.  

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები“, — ვკითხულობთ განცხადებაში, — „ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რომელმაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია შეიძლება მეტად გაამწვავოს“.

პიტერ სტანომ დასძინა, რომ ევროკავშირი კვლავაც „ღრმად არის შეშფოთებული“ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ გაცხადებულ მისწრაფებებს არ შეესაბამება და ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

მან ასევე ხელახლა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამჟამად განიხილავს რეაგირების „ყველა ვარიანტს“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და იმ სხვა ქმედებებზე საპასუხოდ, რომელიც საქართველოში  დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას უთხრის ძირს.

„მოვუწოდებთ მთავრობას, დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, — განაცხადა სტანომ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,