„უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“: ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების კამპანია იწყება
თებერვალი 9, 2023

„უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“: ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების კამპანია იწყება


ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლებამ მასშტაბური ერთიანი საკომუნიკაციო კამპანია, „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის”, დაიწყო. 

კამპანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ავტოსაგზაო შემთხვევების კონკრეტულ ასპექტებზე გაამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ის ფოკუსირდება ადამიანების ისტორიებზე, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ. საგზაო უსაფრთხოების შესახებ გზავნილების შემცველი ბილბორდები გამოჩნდება საქართველოს ხუთ ქალაქში — თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ზესტაფონში და ბათუმში. გარდა ამისა, საინფორმაციო კამპანია განხორციელდება ტელევიზიის, ონლაინ მედიის და სოციალური მედიის საშუალებით. კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მძღოლი მოამარაგოს საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობის და რისკების შესახებ ინფორმაციით. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიხედვით, ქვეყანაში სიკვდილიანობისა  და სხეულის დაზიანების შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ავტოსაგზაო ინციდენტებს უკავშირდება. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი გამომწვევი მიზეზებია:  ზოლიდან ზოლში არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაშავდა 15,222  ადამიანი და დაიღუპა 879 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი.

„საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის და სერიოზული ტრავმების პრევენცია ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის პრიორიტეტული საკითხია“,  — განაცხადა სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაჩიე ჩურამ, — „საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იმ მომენტიდანვეა, როცა 2007 წელს  ბანკმა საქართველოში ოპერირება დაიწყო. ამ მიზნის მისაღწევად ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის საგზაო პროექტისთვის, ევროკავშირის გარანტიით, 1 მილიარდი ევროს დაფინანსება გამოყო , რასაც ევროკავშირისგან 40 მილიონ ევრომდე მოცულობის გრანტები დაემატა“. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,