30 ივლისს ევროკომისიამ 12 ოქტომბერი ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დაწყების თარიღად დაადგინა.
შესვლა-გასვლის სისტემა (EES) – ეს არის მოწინავე ტექნოლოგიური სისტემა, რომლიც ციფრულად აღრიცხავს იმ არა-ევროკავშირის მოქალაქეების შესვლას და გასვლას, რომლებიც ევროპის 29 ქვეყანაში, მათ შორის შენგენთან ასოცირებულ ქვეყნებში, მოკლე ვადით მოგზაურობენ, ახალი სისტემა, რომელიც აღრიცხავს ბიომეტრულ მონაცემებს, მაგ., თითის ანაბეჭდები, სახის გამოსახულება და სხვა სამოგზაურო ინფორმაცია, ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ სისტემას, რომელიც პასპორტში შტამპების დასმას გულისხმობს.
შესვლა-გასვლის სისტემა (EES) გამოიწვევს ევროკავშირის საგარეო საზღვრების მენეჯმენტის მოდერნიზებას და გაუმჯობესებას. ის მიაწოდებს სარწმუნო მონაცემებს საზღვრის კვეთის შესახებ, სისტემატურად გამოავლენს პირებს, რომლებიც არღვევენ ქვეყანაში დარჩენის ვადებს, და თაღლითობის შემთხვევებს დოკუმენტების და პირადი მონაცემების გაყალბებით.
ახალი სისტემა აკმაყოფილებს მონაცემთა და კონფიდენციალურობის დაცვის უმაღლესს სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მგზავრთა პერსონალური მონაცემების დაცვას და უსაფრთხოებას.
12 ოქტომბრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაიწყებენ შესვლა-გასვლის სისტემის (EES) თანდათანობით დანერგვას ექვსი თვის განმავლობაში. სასაზღვრო ორგანოები თანდათანობით დაარეგისტრირებენ მონაცემებს მესამე ქვეყნების მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საზღვრებს კვეთენ. ამ პერიოდის ბოლოს შესვლა-გასვლის სისტემა (EES) სრულად იქნება დანერგილი ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,