შეიტანე განაცხადი და გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი!
სექტემბერი 9, 2022

შეიტანე განაცხადი და გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი!


ხარ ახალგაზრდა და ენერგიული და გაინტერესებს შენი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხი? გსურს, გაიგო მეტი ევროკავშირის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებზე, წარმოადგინო შენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე და წვლილი შეიტანო შენი საზოგადოების განვითარებაში? გინდა, აითვისო ახალი უნარები და შეიძინო საზიარო იდეებისა და ინტერესების მქონე ახალი მეგობრები ევროპის სხვადასხვა წერტილიდან?

თუ შენ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის, კარგად იცი ინგლისური და ფლობ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (იგულისხმება აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობას, მაშინ დღესვე შეგიძლია შეიტანო განაცხადი EU NEIGHBOURS east პროგრამის ინიციატივის, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელში გასაწევრიანებლად.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩის წოდების მისაღებად შენ ეს განაცხადის ფორმა 2022 წლის 9 ოქტომბრამდე უნდა შეავსო. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. განაცხადების მიღების დასრულების მერე, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმატებულ კონკურსანტებს ინტერვიუებზე დაიბარებენ. ისინი, ამასთან, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივის შესახებ და ევროკავშირთან დაკავშირებულ სხვა რელევანტურ თემებზე გამართულ სპეციალურ სესიებს დაესწრებიან.

განაცხადის შევსებისა და შესარჩევი პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა აქაა შესაძლებელი: https://euneighbourseast.eu/ka/young-european-ambassadors/

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა და ის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამისEU NEIGHBOURS east-ის ნაწილია.

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადის ფორმა

გაიცანი ამჟამინდელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საქმიანობა

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ დაწერილი ბლოგები
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჟურნალი 2022



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,