შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის ინიციატივა თავის საქმიანობას ახალი პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოტენციალის შექმნა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობისთვის“, ფარგლებში აგრძელებს. პროექტს 2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი დააფინანსებს და რუმინული არასამთავრობო განვითარების ორგანიზაციების პლატფორმა FOND განახორციელებს.
ინიციატივის მთავარი მიზანი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის და კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. ამის მიღწევის გზად კი სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მხარდაჭერაა დასახული.
შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი 13 წელზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში მან გააერთიანა 1400-ზე მეტი მონაწილე აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,