საქართველოში Erasmus+-ის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის DIGITECH განხორციელება დაიწყო
მარტი 3, 2026

საქართველოში Erasmus+-ის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის DIGITECH განხორციელება დაიწყო


დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ Facebook-ზე განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალურად დაიწყო Erasmus+-ის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის DIGITECH განხორციელება.

პროექტი ხორციელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილეობით, ჰამბურგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (გერმანია) და მარიბორის უნივერსიტეტთან (სლოვენია) პარტნიორობის საფუძველზე.

„ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები შეძლებენ აითვისონ თანამედროვე, მოთხოვნადი უნარები ტექნოლოგიური პროცესების და წარმოების ციფრული გარდაქმნის სფეროში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და მათ მომავლის სამუშაოებისთვის მოამზადებს”, — განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში პროექტი უზრუნველყოფს სწავლების მეთოდოლოგიების მოდერნიზებას, გააძლიერებს თანამშრომლობას აკადემიურ წრეებსა და წარმოებას შორის, შექმნის ინოვაციურ Digital Twins ლაბორატორიას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) და მოახდენს ისეთი მოწინავე ტექნოლოგიების ინტეგრირებას აკადემიურ პროგრამებში, როგორიცაა მაგ., დიდი მონაცემები (Big Data), მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოში მოსალოდნელმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამ ინიციატივისა და მის ფარგლებში მხარდაჭერილი აქტივობების განხორციელებაზე.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,