საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი გაიმართა
ნოემბერი 30, 2021

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი გაიმართა


2021 წლის 25 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ორივე მხარემ დაადასტურა თავისი ინტერესი და მტკიცე სურვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული კონფლიქტის დინამიკა — მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში ადგილზე შექმნილი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ქმედებებთან. ამასთან, ხაზი გაესვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას. 

ორივე მხარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით და ყურადღება გაამახვილა სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ ისეთ ოპერაციებში საქართველოს ღირებული მონაწილეობის თაობაზე, როგორიცაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიები. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ შესრულებულ სატრანზიტო ჰაბის როლსაც ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი


თემაზე

დეკემბერი 1, 2023

ევროპის განათლების ფონდის 2024 წლის სამუშაო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება კანდიდატ ქვეყნებს დაეთმობა

ნოემბერი 30, 2023

სალომე ზურაბიშვილი ყვარლის ევროკლუბის 4 წლის საიუბილეო ღონისძიებას ეწვია 

ნოემბერი 30, 2023

ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და საქართველომ ქვეყნის მწვანე გარდაქმნის მხარდასაჭერი რეფორმების პროგრამა მიიღეს

ნოემბერი 29, 2023

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა

ნოემბერი 27, 2023

ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,