საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას ქვეყნის ევროპული გზა განიხილა
ივნისი 16, 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას ქვეყნის ევროპული გზა განიხილა


15 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა ტვიტერზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კვლავ მტკიცედ ერთგულობს ევროპულ მისწრაფებებს: „ვიმედოვნებთ, რომ წელს ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი პირადი მხარდაჭერისთვის“.

ოლივერ ვარჰეისთან საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს რეფორმების გატარების მიმართულებით სთავაზობს. 

„მე მოვუწოდე, დაჩქარებულიყო საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის დაკმაყოფილების პროცესი, რათა საქართველომ შეძლოს წინ წაწევა ევროკავშირის გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“ — დაწერა ევროკომისარმა ვარჰეიმ ტვიტერზე.

https://twitter.com/OliverVarhelyi/status/1669006940964257792


ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,