საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ევროკავშირი ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს გააძლიერებს
მარტი 27, 2024

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ევროკავშირი ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს გააძლიერებს


25 მარტს კიშინიოვში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი თანამშრომლობის პროექტი — ევროკავშირი ინტელექტუალური საკუთრებისთვის (EU4IP) — დაიწყო. 

EU4IP საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერებაში დაეხმარება. პროექტის ძირითადი ამოცანებია: საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან შესაბამისობაში მოყვანა, ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტებისა და ქსელების მხარდაჭერა, აღსრულების მექანიზმებზე თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება — კერძო სექტორსა და მცირე და საშუალო ბიზნესზე ფოკუსირებით. პროექტი, რომლის ბიუჯეტი ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი 4 მილიონი ევროა, ორი წელი გაგრძელდება.  

პროექტს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან (საქპატენტი), მოლდოვის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტოსთან (AGEPI) და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების ეროვნულ ოფისთან (UANIPIO) პარტნიორობით განახორციელებს.

„ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ თითოეულ ქვეყანას კონკრეტული საჭიროებების შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4IP, რომელსაც დღეს ვიწყებთ, ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე არსებული კანონმდებლობის — წესების, სამართლებრივი დაცვისა და აღსრულების მექანიზმების — ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან შესაბამისობაში მოყვანას“, — განაცხადა EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჟოაო ნეგრაომ.

26 მარტს EUIPO-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მოლდოვის ეკონომიკური კვლევების აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს (MoU) მოაწერა ხელი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა EUIPO ევროკავშირისა და ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) საზღვრებს მიღმა არსებულ უნივერსიტეტებთან ითანამშრომლებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 23, 2026

ანგარიში ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ რეკომენდაციას უწევს ბიზნესის მხარდაჭერას დაბალნახშირბადიანი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დასანერგად

ივლისი 23, 2026

ევროკავშირის ციფრული პროდუქტის პასპორტების რეესტრი ამოქმედდა

ივლისი 23, 2026

დაწყებულია რეგისტრაცია მერების შეთანხმების 2026 წლის ცერემონიისთვის

ივლისი 20, 2026

საქართველო: ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში 8000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,