საქართველო ევროკავშირის შუამავლობით პოლიტიკური კრიზისიდან გამოდის
აპრილი 23, 2021

საქართველო ევროკავშირის შუამავლობით პოლიტიკური კრიზისიდან გამოდის


19 აპრილს საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ გადაწყვეტილებას წინ ოთხთვიანი მოლაპარაკებებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით წარმართული მედიაციის ორთვიანი სამუშაო პროცესი უძღოდა.  შარლ მიშელის მიერ 18 აპრილს შეთავაზებული დოკუმენტის მიზანი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარებაა.

ცერემონიის ონლაინ რეჟიმში წარმართვისას პრეზიდენტმა მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს — რჩევების გაზიარებისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს — მხარდაჭერისთვის, ხოლო პოლიტიკური პარტიების ლიდერებს გაბედული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის გადაუხადა მადლობა. ამასთან, პრეზიდენტმა მიშელმა გაწეული ძალისხმევის გამო მადლიერებით მოიხსენია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი და  აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

„ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი თქვენ მიერ შესასრულებელ იმ სამუშაო პროცესში, რომლის მიზანიც საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისკენ წინსვლაა“, — აღნიშნა შარლ მიშელმა, —  „მე მჯერა, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ  იმის იმედი, რომ თქვენ მთელ ძალისხმევას მიმართავთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრისკენ. ეს მოიცავს როგორც ეკონომიკურ სფეროს, ასევე COVID-19-ის პანდემიასა და მის შედეგებს, კანონის უზენაესობის საკითხს, სასამართლო რეფორმებსა და რეგიონულ გამოწვევებს“.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა მიშელმა დამსწრეებს მთიანი ყარაბაღის გასული წლის ომის და უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში  რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის შესახებ შეახსენა. მან აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ის გზა, რომლითაც ქართველი პოლიტიკური ლიდერები ჩიხიდან გამოვიდნენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „ეს კრიზისის მოგვარების ჭეშმარიტად ევროპული გზაა“, — განაცხადა პრეზიდენტმა მიშელმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,