მზია ამაღლობელი, ასევე პატიმრობაში მყოფ ბელარუსელ ჟურნალისტთან, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, „თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ ბრძოლისთვის სახაროვის პრემიის 2025 წლის ფინალისტთა შორის დასახელდა.
ამ წლის სამი ფინალისტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტების წევრებმა ხუთშაბათს გამართული კენჭისყრით გამოავლინეს.
ფინალისტებად ასევე დასახელდნენ სერბი სტუდენტები და ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტის ზონაში, რომელთაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, „წითელი ნახევარმთვარე“ და UNRWA
მზია ამაღლობელი და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობა პრემიაზე რასა იუკნევიჩიენემ (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა) და კიდევ 60-მა ევროპარლამენტარმა წარადგინეს. მზია ამაღლობელს, რომელიც 2025 წელს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას დააკავეს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ორი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი და გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლი, მზია ამაღლობელი საქართველოს იმ პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის სიმბოლო გახდა, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ რეჟიმს.
სახაროვის პრემიის დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის 16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება. პრემიის მფლობელი 50,000 ევროს ოდენობის ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.
საბჭოელი ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია, რომელიც აზრის თავისუფლებისთვის გაიცემა, ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა. მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად ანიჭებს პიროვნებებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერისთვის.
სახაროვის პრემიის რამდენიმე ლაურეატი ნობელის მშვიდობის პრემიითაც არის დაჯილდოებული. მათ შორის არიან სახაროვის პრემიის 2024 წლის მფლობელი მარია კორინა მაჩადო ვენესუელიდან, რომელსაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 2025 წელს გადაეცა, ასევე ნელსონ მანდელა, მალალა იუსაფზაი, დენის მუკვეგე და ნადია მურადი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,