„რამ შემქმნა ადამიანად?“ — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
დეკემბერი 12, 2022

„რამ შემქმნა ადამიანად?“ — თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა


9 დეკემბერს თბილისში ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ადამიანის უფლებების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, „რამ შემქმნა ადამიანად?“ გაიხსნა.

ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანის კურატორობით მოწყობილ მულტიმედიურ გამოფენაზე ოცზე მეტი თანამედროვე ქართველი მხატვრის ნამუშევარია წარმოდგენილი. მისი მიზანია, საზოგადოებას ხელოვანების თვალით დაანახოს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემები — იქნება ეს  უთანასწორობა, დისკრიმინაცია, გენდერული ნიშნით ძალადობა თუ ომი. ექსპოზიციის დათვალიერება 21 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.

გამოფენა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, ფარგლებში ტარდება. მას ახორციელებს გაეროს ორი სააგენტო — გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,