პროგრამა EU4Environment ადგილობრივ ექსპერტებს ჩამდინარე წყლების COVID-19-ზე შემოწმების მეთოდებში წვრთნის
ნოემბერი 1, 2022

პროგრამა EU4Environment ადგილობრივ ექსპერტებს ჩამდინარე წყლების COVID-19-ზე შემოწმების მეთოდებში წვრთნის


პროექტის, „EU4Environment — წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“, მხარდაჭერით, აზერბაიჯანმა, მოლდოვამ, საქართველომ და სომხეთმა COVID-19-ის მონიტორინგის სისტემა შეიმუშავეს. ინიციატივის ფარგლებში უკვე ჩატარდა საქალაქო ჩამდინარე წყლების საპილოტე ანალიზები. 

2022 წლის სექტემბერში თბილისსა და კიდევ სამ დედაქალაქში — ერევანში, ბაქოსა და კიშინიოვში — ჩამდინარე წყლების ნიმუშები პირველად შემოწმდა SarsCov-2 ვირუსზე. სინჯების აღების, ანალიზის და შეფასების მეთოდები ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდა. პროცედურათა მომზადებას ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს და ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ. მათი დახმარებით აღნიშნული ქვეყნების ჩამდინარე წყლებში პირველად ჩატარდა COVID-19-ის ანალიზი.

მომავალ რამდენიმე თვეში ევროპელი ექსპერტები თითოეულ ქვეყანას ამ პრაქტიკის გრძელვადიანად დანერგვაში დაეხმარებიან. ისინი, ამასთან, ადგილობრივად მომუშავე პარტნიორებს მონაცემთა ინტერპრეტაციის მეთოდებში გამოწვრთნიან. ამის პარალელურად გაიზრდება სინჯების აღების არეალი, რაც COVID-19-ის მონიტორინგის საზღვრებს გააფართოებს. ეს ნაბიჯები გააუმჯობესებს პანდემიის მონიტორინგს, რაც დადებითად აისახება ჯანდაცვის ზოგად მდგომარეობაზე როგორც ამ ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო დონეზეც. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

EU4Environment — წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,