EU4Dialogue: ორგანიზაციის, „ხელები მშვიდობისთვის“, პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები ზუგდიდში გამოიფინა
მაისი 3, 2024

EU4Dialogue: ორგანიზაციის, „ხელები მშვიდობისთვის“, პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები ზუგდიდში გამოიფინა


ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ხელები მშვიდობისთვის“, ზუგდიდში გალა-წარმოდგენას უმასპინძლა. ღონისძიებაზე პროექტის, „ხელნაკეთი ნივთები სოციალური ცვლილებისთვის“, ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოქმედი ინიციატივის, EU4Dialogue-ის ფარგლებში განხორციელდა.

ინიციატივის შედეგად, კონფლიქტით დაზარალებულმა 40-მა ქალმა ჭრა-კერვის, ქარგვის, ქსოვის და მაკრამეს ძაფით ქსოვის შესასწავლი კურსები გაიარა. ტრენინგზე შეძენილი პროფესიული ცოდნა მათ დასაქმებაში და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ტრენინგის ექვსი მონაწილე უკვე დასაქმდა სხვადასხვა ადგილობრივ საწარმოში, ხოლო ერთმა ბენეფიციარმა სამეწარმეო საქმიანობისთვის გრანტის მოპოვება შეძლო.

დამატებით, „ხელები მშვიდობისთვის“ ქალებს მარკეტინგთან, გაყიდვებთან და სოციალური მედიის გამოყენებასთან დაკავშირებული უნარების შეძენაში დაეხმარა. მათ ასევე ისწავლეს ბიზნესგეგმის შედგენა და საგრანტო განაცხადების შევსება.

კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებაში სოციალური ერთიანობის განსამტკიცებლად, პროექტში ჩართულები იყვნენ როგორც დევნილები, ასევე მკვიდრი მოსახლეობა. ტრენინგის 40 მონაწილიდან 15 ქალი აფხაზეთიდან დევნილი იყო, ხოლო დანარჩენები ზუგდიდის, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებნი გახლდნენ. 

EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში ევროკავშირის და UNDP-ის ერთობლივი ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდობის ჩართულობის მხარდაჭერას და კონფლიქტის გარდაქმნის ხელშეწყობას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,