ურსულა ფონ დერ ლაიენი: „საქართველო გზაჯვარედინზეა. მან ევროპისკენ აღებული კურსი არ უნდა შეცვალოს“
მაისი 3, 2024

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „საქართველო გზაჯვარედინზეა. მან ევროპისკენ აღებული კურსი არ უნდა შეცვალოს“


ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას და გმობს ძალადობას თბილისის ქუჩებში.

„საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიის მიმართ მტკიცე ერთგულებას აჩვენებენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა იმ საპროტესტო აქციების შეფასებისას, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის მიღების საწინააღმდეგოდ უკვე რამდენიმე დღეა, რაც იმართება. 

მან დასძინა, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება ევროკავშირმაც მკაფიოდ გამოხატა. ფონ დერ ლაიენმა საზოგადოებას ასევე შეახსენა, რომ ევროპულმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ქართველ ხალხს საკუთარი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. ჩვენ მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლად იმოქმედებს იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულების მოვალეობაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, აქვს“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

„საქართველო გზაჯვარედინზეა. მან ევროპისკენ აღებული კურსი არ უნდა შეცვალოს“, — დასკვნის სახით აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,