პროგრამა EU NEIGHBOURS east 347 ახალ ახალგაზრდა ევროპელ ელჩს მიესალმება
დეკემბერი 17, 2025

პროგრამა EU NEIGHBOURS east 347 ახალ ახალგაზრდა ევროპელ ელჩს მიესალმება


EU NEIGHBOURS east (ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს) პროგრამას
347 ახალი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი შეემატა. 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, აქტიური მანდატის მქონე ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საერთო რაოდენობა ამჟამად 930-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე პროგრამამ სულ 1,498 განაცხადი მიიღო, ყველა ჯგუფს შორის ყველაზე მეტი კი – აზერბაიჯანიდან, საიდანაც განაცხადი 534-მა ახალგაზრდამ შეიტანა.

  
შედეგები ქვეყნების მიხედვით ასე განაწილდა:

  • სომხეთი – 41 ახლად არჩეული ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (სულ 117 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი);
  • აზერბაიჯანი – 70 ახლად არჩეული ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (სულ 203 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი);
  • ევროკავშირი/გაერთიანებული სამეფო/ბელარუსი – 70 ახლად არჩეული ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (სულ 181 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი);
  • საქართველო – 64 ახლად არჩეული ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (სულ
    157 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი);
  • მოლდოვა – 33 ახლად არჩეული ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (სულ 91 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი);
  • უკრაინა – 66 ახლად არჩეული ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (ულ 181 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი);

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები წარმოადგენს მოხალისეთა არაპოლიტიკურ ინიციატივას კომუნიკაციის და სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში, პროაქტიური ახალგაზრდების ქსელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან, რომლებიც ესწრაფვიან ერთმანეთთან ურთიერთობას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და თანამშრომლობას უკეთესი მომავლისათვის.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას საფუძველი ჩაუყარა ევროკომისიამ
2016 წლის ივნისში, როდესაც 100 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი იქნა არჩეული. მთლიანობაში ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივაში მონაწილეობით 2016-დან 2025 წლამდე 3000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა. ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელი, რომელიც 34 ქვეყანას მოიცავს, წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ახალგაზრდულ საკომუნიკაციო ინიციატივას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირს და აღმოსავლეთ მეზობლებთან მის პარტნიორობას და თანამშრომლობას, და გააუმჯობესოს ევროკავშირის ცნობადობა და მის მიმართ კეთილგანწყობა.

დღეისათვის ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს ორგანიზებული აქვთ სახალხო დიპლომატიის და სამოქალაქო აქტივიზმის 3,000-ზე მეტი ღონისძიება, პირისპირ 190,000-ზე მეტი, ხოლო ონლაინ – 10.5 მილიონზე მეტი ადამიანის მოცვით.

დამატებითი ინფორმაცია

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების გვერდი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,