პაველ ჰერჩინსკი მარნეულსა და სამშვილდეში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეწვია
თებერვალი 19, 2024

პაველ ჰერჩინსკი მარნეულსა და სამშვილდეში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეწვია


15 თებერვალს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი მარნეულის მუნიციპალიტეტს და სოფელ სამშვილდეს ეწვია. ვიზიტის მიზანი ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა და რეგიონში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ მეტის გაგება იყო.

ელჩი ჰერჩინსკი არასამთავრობო ორგანიზაციის, „წითელი ხიდის“ დამფუძნებლებს შეხვდა და ახალგაზრდებს ესაუბრა. ორგანიზაციის დამფუძნებლებმა წარმოადგინეს პროექტები, რომლებიც ეთნიკური აზერბაიჯანელების საქართველოს განვითარებაში ჩართვას უწყობს ხელს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ქვემო ქართლის რეგიონულ ჰაბში (STAR) ელჩი ჰერჩინსკი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ აქტივისტებს შეხვდა. მათ ადგილობრივი ინიციატივები, სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები და ევროკავშირთან თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები განიხილეს.

„თქვენი ძალისხმევა უზრუნველყოფს უფრო ინკლუზიური, დინამიკური და ურთიერთდაკავშირებული საზოგადოების განვითარებას, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებთან თანმხვედრ პრინციპებს ეფუძნება“,  – განაცხადა ელჩმა.

ვიზიტის დასასრულს ელჩი ჰერჩინსკი სოფელ სამშვილდეში სოციალურ საწარმო „ორბის ბუდეს“ ეწვია. ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც მომხმარებლებს ტურისტული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. საწარმო არა მხოლოდ რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეწევა, არამედ საქმიანობაში ადგილობრივი ქალების ჩართვით ინკლუზიურობასაც უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია   

პრესრელიზი 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,