მზია ამაღლობელს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცა
IPI
ოქტომბერი 27, 2025

მზია ამაღლობელს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადასცა


24 ოქტომბერს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI) მზია ამაღლობელსა და კიდევ ექვს ჟურნალისტს „მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის“ ჯილდო გადასცა. ცერემონია ვენის უნივერსიტეტში IPI-ის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მსოფლიო კონგრესზე გაიმართა. 

მზია ამაღლობელთან ერთად, პრესის თავისუფლების წლევანდელ გმირებად დასახელდნენ ვიქტორია როშჩინა (უკრაინა), მარტინ ბარონი (შეერთებული შტატები) მარიამ აბუ დაგა (პალესტინა), გუსტავო გორიტი (პერუ), ჯიმი ლაი (ჰონგ-კონგი) და ტესფალემ ვალდიესი (ეთიოპია).

ჯილდოს მფლობელთა შორის არიან ომის კორესპონდენტები, გამომძიებელი ჟურნალისტები და მედიასაშუალებათა დამფუძნებლები, რომლებმაც მედიის თავისუფლებისა და ახალი ამბების შეუზღუდავად გავრცელების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისას უდიდესი გამბედაობა გამოიჩინეს. 

ორ ჟურნალისტს, მარიამ აბუ დაგასა და ვიქტორია როშჩინას, ჯილდო გარდაცვალების შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოჩენილი თავდადების პატივსაცემად გადაეცათ.

ცერემონიას ასევე ვერ დაესწრნენ მზია ამაღლობელი და ჯიმი ლაი, რადგან ისინი პატიმრობაში იმყოფებიან.

ამაღლობელის სახელით ჯილდო მისმა მეგობარმა და კოლეგამ, თამარ რუხაძემ აიღო, რომელიც ამაღლობელის მიერ დაფუძნებული გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის მოადგილეა. 

„მზიას მიზანი არასოდეს ყოფილა, გამხდარიყო გმირი და სწორედ ამ მიზეზით იმსახურებს ის ამ წოდებას“, – განაცხადა თამარ რუხაძემ, – „ეს ჯილდო არ ეკუთვნის მხოლოდ მზიას, არამედ, მასთან ერთად, ‘ბათუმელებისა’ და ‘ნეტგაზეთის’ გუნდის ყველა წევრსაც, რომლებიც მზიას ბრძოლას აგრძელებენ“. 

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) გლობალური ქსელია, რომელიც აერთიანებს ხარისხიანი, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საერთო მიზნისთვის მოღვაწე რედაქტორებს, მედიამენეჯერებსა და წამყვან ჟურნალისტებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა რეგიონულმა საკომუნიკაციო პროგრამამ, EU NEIGHBOURS east, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტთან (IPI) ითანამშრომლა, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებს 2025 წლის IPI-ის მსოფლიო კონგრესსა და მედიის ინოვაციის ფესტივალზე მონაწილეობის საშუალება მისცემოდათ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

ამავე თემაზე

EU NEIGHBOURS east აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებს ვენაში 2025 წლის IPI-ის მსოფლიო კონგრესსა და მედიის ინოვაციის ფესტივალზე გზავნის

მზია ამაღლობელს ანდჟეი პოჩობუტთან ერთად 2025 წლის სახაროვის პრემია გადაეცა



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,