„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“: შეირჩა სტარტაპი, რომელიც საქართველოს ლოს-ანჯელესში სტარტაპების მსოფლიო თასზე წარადგენს
სექტემბერი 13, 2022

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“: შეირჩა სტარტაპი, რომელიც საქართველოს ლოს-ანჯელესში სტარტაპების მსოფლიო თასზე წარადგენს


10 სექტემბერს ბათუმში სტარტაპების მსოფლიო თასის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეროვნული შესარჩევი კონკურსი ჩატარდა. ღონისძიებაზე შერჩეული სტარტაპი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას. 

შესარჩევ კონკურსში ათი წამყვანი ქართული სტარტაპი მონაწილეობდა. მათგან პირველი ადგილი ერგო „თენეოს“, რომელიც მაღალი ხარისხის, ინტერაქტიური API დოკუმენტაციის (ტექნიკური დოკუმენტაცია) შექმნაზე მუშაობს. 

საუკეთესო ქართული სტარტაპი მონაწილეობას მიიღებს ლოს-ანჯელესში (აშშ) ჩატარებულ კონკურსში, რომლის გამარჯვებულიც 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს. მსოფლიოს სტარტაპების ამ უდიდესი კონკურსის ფინალური ტური 30 სექტემბერს გაიმართება. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით, „სილიკონ ველი“ 70-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო სტარტაპების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. 

საქართველოში სტარტაპის მსოფლიო თასის კონკურსს მხარს ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ბათუმის მერია უჭერდა. კონკურსი ევროკავშირი-UNDP-ისა და მუნიციპალიტეტებს შორის რეგიონული პარტნიორობის პროგრამის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“/M4EG, ფარგლებში ჩატარდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,