„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ბათუმის სტარტაპების საინვესტიციო ფორუმს უჭერს მხარს
ოქტომბერი 4, 2024

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ბათუმის სტარტაპების საინვესტიციო ფორუმს უჭერს მხარს


27-29 სექტემბერს ბათუმში სტარტაპების მეორე საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანი აჭარაში სტარტაპებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებისთვის, კერძო სექტორის ჩართულობისა და ადგილობრივი ინოვაციური პროექტებისთვის ხელის შეწყობაა. 

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ბათუმის ტექნოპარკი და „აქსელი – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი“. 

ფორუმს ევროკავშირის წარმომადგენლობა და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ინიციატივის ფარგლებში უჭერენ მხარს. 

სამდღიან ღონისძიებაში თბილისისა და ბათუმის სტარტაპ-ეკოსისტემის წევრებმა, სტარტაპ-კომპანიების წარმომადგენლებმა და ინვესტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები სტარტაპების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. ასევე გაიმართა მასტერკლასები, რომლებზეც ინვესტორებმა და სტარტაპების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის ახალი გზები დასახეს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,